Edu-Child.GE
სპეციალური შემოთავაზებები
საერთაშორისო ტურიზმის სასწავლო ცენტრის (ITLC) პრეზენტაცია
ფასდაკლების აქცია ინგლისური ენის კურსზე
ინგლისური ენის უფასო სწავლების კურსები
საგაზაფხულო აქცია - ორი კაცი ერთის ფასად - უცხო ენის კურსებზე (ინგლისური, იტალიური, ესპანური, რუსული, თურქული, გერმანული, ფრანგული, ჩინური, იაპონური, ბერძნული)
2 კვირიანი საზაფხულო სკოლა ლ ო ნ დ ო ნ შ ი
6 კვირიანი საზაფხულო ინტენსიური კურსი ინგლისური ენის ნებისმიერ პროგრამაზე
უფასო 1 დღიანი ტრეინინგი თვითდასაქმების მენეჯმენტში
პროგრამების შერჩევა–განხილვა უცხოეთში სწავლისა და სამუშაო გამოცდილების მიღების მსურველთათვის ყოველ შაბათს 17:00 სთ–ზე პროფესიული მომზადებისა და განათლების ცენტრში
ახალი საგადასახადო კოდექსის სრული კურსი
პრაქტიკული აუდიტის კურსი
ზოგადი, საბანკო, საფონდო და სადაზღვევო აუდიტის გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი
საგანმანათლებლო ბარათი თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის!
TOEFL-ის უფასო საცდელი ტესტი
შეხვედრა Kaplan International Colleges (KIC)–ის წარმომადგენელთან, დიდ ბრიტანეთში სწავლასთან დაკავშირებით
შეისწავლე 2 უცხო ენა ერთის ფასად
Bottom
Requests
Subscribe
Subscribe
Subscribe

სიახლეები:

რა ეტაპები უნდა გაიაროთ საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოსაპოვებლად

საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოპოვება საკმაოდ შრომატევადი და კონკურენტული პროცესია. ეს ხდება იმიტომ რომ სტიპენდიების მოპოვების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, ხოლო სტიპენდიები კი შეზღუდული, აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ყველას სურვილი ვერ იქნება დაკმაყოფილებული.

იმისათვის რომ გაიმარჯვოთ, საჭიროა სტიპენდიის გამცემი დაარწმუნოთ რომ ხართ საუკეთესო კანდიდატი და რომ მის მიერ გაცემული თანხები დაიხარჯება ეფექტურად და მიზნობრივად.

ბევრ ადამიანს მოუპოვებია სტიპენდია, ალბათ თქვენც მოგისმენიათ რამდენიმე წარმატებული ისტორია. საინტერესოა თუ როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა გამარჯვება? იყვნენ თუ არა ისინი უფრო განათლებულები ვიდრე სხვა კანდიდატები, თუ უბრალოდ გაუმართლათ?

თუ შეეცდებით გაარკვიოთ თუ რაში მდგომარეობს ამ ადამიანების წარმატების საიდუმლო, აღმოაჩენთ რომ არაფერია განსაკუთრებული და მათი უმრავლესობა შემდეგი ეტაპების გავლას გირჩევთ:

უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი და ნიშნების ამონაწერი
როგორც კი დაამთავრებთ უმაღლეს სასწავლებელს, ეცადეთ რაც შეიძლება მალე აიღოთ თქვენი დიპლომი, ნიშნების ამონაწერი, ცნობა უნივერსიტეტიდან და გადაიღოთ რამდენიმე ასლი. ამის შემდეგ გააკეთეთ თითოეულის თარგმანი ( იმ უცხო ენაზე რომელსაც თქვენ ფლობთ) თარჯიმანთა ბიუროში და იქვე ნოტარიულად დაამოწმებინეთ.

სარეკომენდაციო წერილი
დააწერინეთ რეკომენდაცია მინიმუმ 2 ლექტორს, რომლებიც ყველაზე კარგად გიცნობენ თქვენ, ამის შემდეგ ამოაბეჭდინეთ უნივერსიტეტის შტამპიან ფურცელზე და ხელი მოაწერინეთ ლექტორებს, ასევე არ დაგავიწყდეთ მიუთითოთ თითოეული ლექტორის საკონტაქტო ინფორმაცია. შემდეგ ორივე რეკომენდაცია თარგმნეთ იმ უცხო ენაზე რომელსაც თქვენ ფლობთ. გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთ პროგრამას სპეციალური სარეკომენდაციო წერილის ფორმები აქვთ, ამ შემთხვევაში სწორედ ეს ფორმა უნდა შეავსებინოთ თქვენს ლექტორს.

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ძალიან ცოტაა ისეთი პროგრამა, რომელიც არ ითხოვს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს, თუ არ გაქვთ ასეთი სერთიფიკატი დაუყოვნებლივ დაიწყეთ მომზადება.

CV – მოკლე ბიოგრაფია და საზღვარგარეთის პასპორტი
გააკეთეთ დეტალური CV, ეცადეთ არ გამოგრჩეთ არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. თუ არ გაქვთ აღებული საზღვარგარეთის პასპორტი დაუყოვნებლივ აიღეთ.

მოწვევის წერილი სასურველი უნივერსიტეტიდან და თქვენს მიერ არჩეული ფაკულტეტის ხელმძღვანელი
პირველ რიგში სასურველი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მოძებნეთ თქვენს მიერ არჩეული ფაკულტეტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა და დაუკავშირდით. მისწერეთ დეტალური ინფორმაცია თქვენს შესახებ, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ხართ, რომელი უნივერსიტეტი და რა ფაკულტეტი დაამთავრეთ , თუ როგორ დააფინანსებთ თქვენს სწავლას, იმ შემთვევაში თუ სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობთ, აცნობეთ დეტალურად თუ ვინ გასცემს მას. ამის შემდეგ სთხოვეთ მოგწეროთ იმ საბუთების ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა ამ უნივერსიტეტიდან მოწვევის წერილის მისაღებად. საბუთების სავარაუდო ჩამონათვალი შემდეგი იქნება:

* შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;
* დიპლომის, ნიშნების ამონაწერის და უნივერსიტეტის ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
* სარეკომენდაციო წერილი;
* უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
* CV – მოკლე ბიოგრაფია;
* საზღვარგარეთის პასპორტის ასლი;
* ჯანმრთელობის ცნობა;
* ფოტოსურათი.

სანამ უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმის შევსებას დაიწყებთ, გაარკვიეთ ხომ არ არის გადასახდელი სააპლიკაციო მოსაკრებელი (ამ გადასახადს უნივერსიტეტები აწესებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ სტუდენტი ნამდვილად არის დაინტერესებული და გადაწყვეტილი აქვს მათ უნივერსიტეტში ჩაბარება) და გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

1.გაარკვიეთ ხართ თუ არა უფლებამოსილი
შეავსეთ და გააგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემები შეესაბამება პროგრამის ყველა მოთხოვნას.

2.სრულად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
არცერთი გრაფა არ დატოვოთ ცარიელი, თუ რაიმე გაუგებარია აუცილებლად მიწერეთ თქვენს მიერ არჩეული ფაკულტეტის ხელმძღვანელს ან პროგრამის კოორდინატორს და გაარკვიეთ.

3.არ გადააჭარბოთ დადგენილ პირობებს
მოამზადეთ და გაუგზავნეთ ყველა ის დოკუმენტი რაც მოთხოვნილია და არ დაურთოთ ზედმეტი დოკუმენტები.

4.დაიცავით სისუფთავე
ეცადეთ რაც შეიძლება სუფთად და უშეცდომოთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. ამისათვის გააკეთეთ რამდენიმე ასლი, ჯერ შავად შეავსეთ და საბოლოოდ გადაათეთრეთ.

5.დაწერეთ შთამბეჭდავი მოტივაციის წერილი
წარმატებული მოტივაციის წერილის დასაწერად საჭიროა იყოთ რაც შეიძლება კონკრეტული. მოიყვანეთ მაგალითები პირადი გამოცდილებიდან. ერთი პატარა შემთხვევაც კი, რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და განვითარებაზე, შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საფუძველი.

6.საბოლოო შემოწმება
თავიდან ბოლომდე დაწვრილებით წაიკითხეთ თქვენი სააპლიკაციო ფორმა და დარწმუნდით რომ ყველაფერი რიგზეა.

საბუთების ჩაბარება
მას შემდეგ რაც ყველა საბუთი მზად გექნებათ, უნივერსიტეტი მოგთხოვთ მათ გადაგზავნას ჩვეულებრივი ფოსტის, ან ელ-ფოსტის დახმარებით( ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ თქვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტის დასკანირება და მიბმული ფაილის სახით გადაგზავნა).

შესაძლებელია თქვენს მიერ ფოსტით გაგზავნილი საბუთები დაიკარგოს,ან მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ამიტომ შეინახეთ თითოეული დოკუმენტის ასლი.

გაითვალისწინეთ მნიშვნელოვანი თარიღები და ვადები.უმჯობესია ჩააბაროთ ყველა დოკუმენტი, საბუთების ჩაბარების ოფიციალურ თარიღამდე, 1 ან 2 კვირით ადრე. ეს უპირატესობას მოგიტანთ იმ კანდიდატებთან შედარებით, რომლებიც ბოლო წუთს ელოდებიან.

გაითვალისწინეთ რომ მოწვევის გამოგზავნას შეიძლება ერთი თვე დასჭირდეს. თუ მოწვევის წარდგენა გჭირდებათ სტიპენდიის მოსაპოვებელ ინტერვიუზე, აუხსენით საკონტაქტო პირს არსებული სიტუაცია და სთხოვეთ პროცესის დაჩქარება.

თუ ამ დროს ნაპოვნი არ გაქვთ ის სასტიპენდიო პროგრამა რომელიც თქვენს სწავლას დააფინანსებს, პარალეურად დაიწყეთ მისი ძებნა და იმ საბუთების შეგროვება, რომლებიც საჭიროა კანდიდატების შესარჩევ ინტერვიუზე წარსადგენად.

მოწვევის მიღების შემდეგ, დაურთეთ იგი დანარჩენ დოკუმენტებს, შეიტანეთ შესაბამის ორგანიზაციაში და დაელოდეთ ინტერვიუს.

ოჯახი
მათ ვინც დაქორწინებულები არიან უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
ყველა სასტიპენდიო პროგრამა არ იძლევა ოჯახის წევრების( მეუღლე და ბავშვები) თან წაყვანის შესაძლებლობას, ამიტომ ეცადეთ გაარკვიოთ არის თუ არა დამატებითი სახსრები გათვალისწინებული ამისათვის. ხშირ შემთხვევაში სტიპენდები ფარავს მხოლოდ ერთი ადამიანის ტრანსპორტირების ,ცხოვრების და დაზღვევის ხარჯებს, თუმცა გამორიცხული არაფერია.

ჯანმრთელობა
გასათვალისწინებელია ასევე ჯანმრთელობის საკითხი. სტიპენდიების უმრავლესობა უზრუნველყოფენ წარმატებულ კანდიდატთა ჯანმრთელობის დაზღვევას, თუმცა ზუსტად უნდა გაარკვიოთ თუ რა შედის დაზღვევაში. იმ შემთხვეაში თუ დაზღვევა არ ითვალისწინებს მაგალითად: სტომატოლოგიური, ან თვალთან დაკავშირებული პრობლემების მკურნალობის ხარჯების დაფარვას, მაშინ აქ მკურნალობა ბევრად უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე იქ და უმჯობესი იქნება ამგვარი პრობლემების აქვე მოგვარება.

მართვის მოწმობა
მანქანის ყოლა ძალიან გაგიადვილებთ საქმეს, განსაკუთრებით თუ ოჯახთან ერთად მიდიხართ. ამისათვის კი დაგჭირდებათ მართვის მოწმობის აღება, თუ უკვე აღებული გაქვთ გაარკვიეთ გამოგადგებათ თუ არა ის იმ ქვეყანაში რომელშიც მიდიხართ. ზოგიერთი ქვეყნები სტუდენტებს უფლებას აძლევენ გამოიყენონ უცხო ქვეყნის მართვის მოწმობები. მართვის მოწმობის აღება სხვა ქვეყანაში გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ამიტომ თუ მანქანის ყოლას აპირებთ, უმჯობესია ეს საკითხი აქვე მოაგვაროთ.

ამგვარად, ეს არის ის ეტაპები რისი გავლაც მოგიწევთ საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოსაპოვებლად. დაიმახსოვრეთ რომ კარგი მომზადება ნახევარი საქმის ტოლფასია. ასე რომ მოინდომეთ, მოემზადეთ და მოიპოვეთ სტიპენდია.

გისურვებთ წარმატებებს.

8 კომენტარი სტატიაზე “რა ეტაპები უნდა გაიაროთ საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოსაპოვებლად”

  1. თეა:

    ვაი დედა!!!

  2. ლიკა:

    დიდი მადლობა ყოველი ეტაპის ასე კონკრეტულად აღწერისათვის. კარგია რომ ჩემს მოპოვებული ინფო ემთხვევა თქვენსას. ერთი კითხვა მაქვს, თუ გაქვთ იმ ორგანიზაციების ნუსხა, რომლებსაც შეიძლება მივმართოთ სასწავლო სტიპენდიის დასაფინანსებლად? :) )))))

  3. ლიკა:

    ჩემს მიერ უნდა ეწეროს :D UPSSS Sorry for that!

  4. მირ:

    ნუთუ არ შეიძლება ადამიანს სწავლა გაუმარტივოთ…(?)(!)

  5. ნინო:

    რთულია მაგრამ სეუდზლებელი არაფერია…მეც მაინტერესებს ვის მივმართოთ სტიპენდიისათვის..:))

  6. ნინ:

    მირ, არ შეიძლება :D აბა ადვილად რომ ხდბოდეს სტიპენდიების მოპოვება და ბევრი შრომა არ სჭირდებოდეს, ყველა მოიპოვებდა :P ასე რომ მე მომხრე ვარ პირობების :D

  7. სოფი:

    კარგია ეგ ყველაფერი მომწონს !!!

  8. ლეო:

    აი მესმის ჩამონათვალი ყველაფერ ამას რო დააკმაყოფილებ და შემდეგ უარს რომ გეტყვიან… :)

კომენტარის დამატება:

:

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბოლოს დამატებული სტატიები
პარტნიორები
 
 
 
 
 
 
 
 
გამოკითხვა

????? ?????????? ????? ???-???????

  ?????????? ??????? ???????? ?????????
  ????????? ??????
  ??????? ???????????? ?????????? ??????????
  ???? ???-??????? ???????????? ???????? ?????????
  Facebook-?? ??????????