სტატიები

რა ეტაპები უნდა გაიაროთ საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოსაპოვებლად
საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოპოვება საკმაოდ შრომატევადი და კონკურენტული პროცესია. ეს ხდება იმიტომ რომ სტიპენდიების მოპოვების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, ხოლო სტიპენდიები კი შეზღუდული, აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ყველას სურვილი ვერ იქნება დაკმაყოფილებული.

იმისათვის  რომ გაიმარჯვოთ, საჭიროა სტიპენდიის გამცემი დაარწმუნოთ რომ ხართ  საუკეთესო კანდიდატი და რომ მის მიერ გაცემული თანხები დაიხარჯება  ეფექტურად და მიზნობრივად.

ბევრ ადამიანს მოუპოვებია სტიპენდია,  ალბათ თქვენც მოგისმენიათ რამდენიმე წარმატებული ისტორია. საინტერესოა თუ  როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა გამარჯვება? იყვნენ თუ არა ისინი უფრო  განათლებულები ვიდრე სხვა კანდიდატები, თუ უბრალოდ გაუმართლათ?

თუ  შეეცდებით გაარკვიოთ თუ რაში მდგომარეობს ამ ადამიანების წარმატების  საიდუმლო, აღმოაჩენთ რომ არაფერია განსაკუთრებული და მათი უმრავლესობა  შემდეგი ეტაპების გავლას გირჩევთ:

უმაღლესი სასწავლებლის  დიპლომი და ნიშნების ამონაწერი

როგორც კი დაამთავრებთ უმაღლეს  სასწავლებელს, ეცადეთ რაც შეიძლება მალე აიღოთ თქვენი დიპლომი, ნიშნების  ამონაწერი, ცნობა უნივერსიტეტიდან და გადაიღოთ რამდენიმე ასლი. ამის შემდეგ  გააკეთეთ თითოეულის თარგმანი ( იმ უცხო ენაზე რომელსაც თქვენ ფლობთ)  თარჯიმანთა ბიუროში და იქვე ნოტარიულად დაამოწმებინეთ.

სარეკომენდაციო  წერილი

დააწერინეთ რეკომენდაცია მინიმუმ 2 ლექტორს, რომლებიც  ყველაზე კარგად გიცნობენ თქვენ, ამის შემდეგ ამოაბეჭდინეთ უნივერსიტეტის  შტამპიან ფურცელზე და ხელი მოაწერინეთ ლექტორებს, ასევე არ დაგავიწყდეთ  მიუთითოთ თითოეული ლექტორის საკონტაქტო ინფორმაცია. შემდეგ ორივე  რეკომენდაცია თარგმნეთ იმ უცხო ენაზე რომელსაც თქვენ ფლობთ. გაითვალისწინეთ  რომ ზოგიერთ პროგრამას სპეციალური სარეკომენდაციო წერილის ფორმები აქვთ,  ამ შემთხვევაში სწორედ ეს ფორმა უნდა შეავსებინოთ თქვენს ლექტორს.

უცხო  ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი

ძალიან ცოტაა ისეთი  პროგრამა, რომელიც არ ითხოვს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს,  თუ არ გაქვთ ასეთი სერთიფიკატი დაუყოვნებლივ დაიწყეთ მომზადება.

CV  – მოკლე ბიოგრაფია და საზღვარგარეთის პასპორტი

გააკეთეთ  დეტალური CV, ეცადეთ არ გამოგრჩეთ არცერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. თუ არ  გაქვთ აღებული საზღვარგარეთის პასპორტი დაუყოვნებლივ აიღეთ.

მოწვევის  წერილი სასურველი უნივერსიტეტიდან და თქვენს მიერ არჩეული ფაკულტეტის  ხელმძღვანელი

პირველ რიგში სასურველი უნივერსიტეტის  ვებ-გვერდზე მოძებნეთ თქვენს მიერ არჩეული ფაკულტეტის ხელმძღვანელის  ელ-ფოსტა და დაუკავშირდით. მისწერეთ დეტალური ინფორმაცია თქვენს შესახებ,  თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ხართ, რომელი უნივერსიტეტი და რა  ფაკულტეტი დაამთავრეთ , თუ როგორ დააფინანსებთ თქვენს სწავლას, იმ  შემთვევაში თუ სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობთ, აცნობეთ  დეტალურად თუ ვინ გასცემს მას. ამის შემდეგ სთხოვეთ მოგწეროთ იმ საბუთების  ჩამონათვალი, რომელიც საჭიროა ამ უნივერსიტეტიდან მოწვევის წერილის  მისაღებად. საბუთების სავარაუდო ჩამონათვალი შემდეგი იქნება:

*  შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;

* დიპლომის, ნიშნების  ამონაწერის და უნივერსიტეტის ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;

*  სარეკომენდაციო წერილი;

* უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

*  CV – მოკლე ბიოგრაფია;

* საზღვარგარეთის პასპორტის ასლი;

*  ჯანმრთელობის ცნობა;

* ფოტოსურათი.

სანამ უნივერსიტეტის  სააპლიკაციო ფორმის შევსებას დაიწყებთ, გაარკვიეთ ხომ არ არის გადასახდელი  სააპლიკაციო მოსაკრებელი (ამ გადასახადს უნივერსიტეტები აწესებენ იმაში  დასარწმუნებლად, რომ სტუდენტი ნამდვილად არის დაინტერესებული და  გადაწყვეტილი აქვს მათ უნივერსიტეტში ჩაბარება) და გაითვალისწინეთ შემდეგი  რჩევები:

1.გაარკვიეთ ხართ თუ არა უფლებამოსილი

შეავსეთ და  გააგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი  მონაცემები შეესაბამება პროგრამის ყველა მოთხოვნას.

2.სრულად  შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

არცერთი გრაფა არ დატოვოთ ცარიელი, თუ რაიმე  გაუგებარია აუცილებლად მიწერეთ თქვენს მიერ არჩეული ფაკულტეტის  ხელმძღვანელს ან პროგრამის კოორდინატორს და გაარკვიეთ.

3.არ  გადააჭარბოთ დადგენილ პირობებს

მოამზადეთ და გაუგზავნეთ ყველა ის  დოკუმენტი რაც მოთხოვნილია და არ დაურთოთ ზედმეტი დოკუმენტები.

4.დაიცავით  სისუფთავე

ეცადეთ რაც შეიძლება სუფთად და უშეცდომოთ შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა. ამისათვის გააკეთეთ რამდენიმე ასლი, ჯერ შავად შეავსეთ  და საბოლოოდ გადაათეთრეთ.

5.დაწერეთ შთამბეჭდავი მოტივაციის წერილი

წარმატებული  მოტივაციის წერილის დასაწერად საჭიროა იყოთ რაც შეიძლება კონკრეტული.  მოიყვანეთ მაგალითები პირადი გამოცდილებიდან. ერთი პატარა შემთხვევაც კი,  რომელმაც არსებითი გავლენა მოახდინა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და  განვითარებაზე, შეიძლება გახდეს თქვენი წარმატების საფუძველი.

6.საბოლოო  შემოწმება

თავიდან ბოლომდე დაწვრილებით წაიკითხეთ თქვენი სააპლიკაციო  ფორმა და დარწმუნდით რომ ყველაფერი რიგზეა.

საბუთების  ჩაბარება

მას შემდეგ რაც ყველა საბუთი მზად გექნებათ,  უნივერსიტეტი მოგთხოვთ მათ გადაგზავნას ჩვეულებრივი ფოსტის, ან ელ-ფოსტის  დახმარებით( ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ თქვენს ხელთ არსებული ყველა  დოკუმენტის დასკანირება და მიბმული ფაილის სახით გადაგზავნა).

შესაძლებელია  თქვენს მიერ ფოსტით გაგზავნილი საბუთები დაიკარგოს,ან მოხდეს რაიმე  გაუთვალისწინებელი შემთხვევა, ამიტომ შეინახეთ თითოეული დოკუმენტის ასლი.

გაითვალისწინეთ  მნიშვნელოვანი თარიღები და ვადები.უმჯობესია ჩააბაროთ ყველა დოკუმენტი,  საბუთების ჩაბარების ოფიციალურ თარიღამდე, 1 ან 2 კვირით ადრე. ეს  უპირატესობას მოგიტანთ იმ კანდიდატებთან შედარებით, რომლებიც ბოლო წუთს  ელოდებიან.

გაითვალისწინეთ რომ მოწვევის გამოგზავნას შეიძლება ერთი  თვე დასჭირდეს. თუ მოწვევის წარდგენა გჭირდებათ სტიპენდიის მოსაპოვებელ  ინტერვიუზე, აუხსენით საკონტაქტო პირს არსებული სიტუაცია და სთხოვეთ  პროცესის დაჩქარება.

თუ ამ დროს ნაპოვნი არ გაქვთ ის სასტიპენდიო  პროგრამა რომელიც თქვენს სწავლას დააფინანსებს, პარალეურად დაიწყეთ მისი  ძებნა და იმ საბუთების შეგროვება, რომლებიც საჭიროა კანდიდატების შესარჩევ  ინტერვიუზე წარსადგენად.

მოწვევის მიღების შემდეგ, დაურთეთ იგი  დანარჩენ დოკუმენტებს, შეიტანეთ შესაბამის ორგანიზაციაში და დაელოდეთ  ინტერვიუს.

ოჯახი

მათ ვინც დაქორწინებულები  არიან უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

ყველა სასტიპენდიო პროგრამა არ  იძლევა ოჯახის წევრების( მეუღლე და ბავშვები) თან წაყვანის შესაძლებლობას,  ამიტომ ეცადეთ გაარკვიოთ არის თუ არა დამატებითი სახსრები გათვალისწინებული  ამისათვის. ხშირ შემთხვევაში სტიპენდები ფარავს მხოლოდ ერთი ადამიანის  ტრანსპორტირების ,ცხოვრების და დაზღვევის ხარჯებს, თუმცა გამორიცხული  არაფერია.

ჯანმრთელობა

გასათვალისწინებელია  ასევე ჯანმრთელობის საკითხი. სტიპენდიების უმრავლესობა უზრუნველყოფენ  წარმატებულ კანდიდატთა ჯანმრთელობის დაზღვევას, თუმცა ზუსტად უნდა  გაარკვიოთ თუ რა შედის დაზღვევაში. იმ შემთხვეაში თუ დაზღვევა არ  ითვალისწინებს მაგალითად: სტომატოლოგიური, ან თვალთან დაკავშირებული  პრობლემების მკურნალობის ხარჯების დაფარვას, მაშინ აქ მკურნალობა ბევრად  უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე იქ და უმჯობესი იქნება ამგვარი პრობლემების  აქვე მოგვარება.

მართვის მოწმობა

მანქანის ყოლა  ძალიან გაგიადვილებთ საქმეს, განსაკუთრებით თუ ოჯახთან ერთად მიდიხართ.  ამისათვის კი დაგჭირდებათ მართვის მოწმობის აღება, თუ უკვე აღებული გაქვთ  გაარკვიეთ გამოგადგებათ თუ არა ის იმ ქვეყანაში რომელშიც მიდიხართ.  ზოგიერთი ქვეყნები სტუდენტებს უფლებას აძლევენ გამოიყენონ უცხო ქვეყნის  მართვის მოწმობები. მართვის მოწმობის აღება სხვა ქვეყანაში გაცილებით ძვირი  დაგიჯდებათ, ამიტომ თუ მანქანის ყოლას აპირებთ, უმჯობესია ეს საკითხი აქვე  მოაგვაროთ.

ამგვარად, ეს არის ის ეტაპები რისი გავლაც მოგიწევთ  საზღვარგარეთ სწავლისათვის საჭირო სტიპენდიების მოსაპოვებლად. დაიმახსოვრეთ  რომ კარგი მომზადება ნახევარი საქმის ტოლფასია. ასე რომ მოინდომეთ,  მოემზადეთ და მოიპოვეთ სტიპენდია.

გისურვებთ წარმატებებს.

როგორ დავწეროთ CV
CV (ავტობიოგრაფიის  სპეციფიკური ვარიანტი) განკუთვნილია იმ პირისათვის თქვენს შესახებ მოკლე,  საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს  გარკვეულ სასწავლო ან/და საგრანტო-სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის  შესახებ თქვენს მიერ წარდგენილი მიმართვა.

შესაბამისად, დიდი  მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თქვენი CV იყოს მაქსიმალურად ნათელი,  ლაკონური, არათხრობითი სტილის მქონე, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტი.

აღსანიშნავია,  რომ CV-ის შედგენის შესახებ არ არსებობს უნივერსალურად დადგენილი,  დეტალებზე შეთანხმებული წესი. შეუძლებელია, ვინმემ, მათ შორის მე, გირჩიოთ  ყველანაირი კომისიისათვის თანაბრად მოსაწონი ვარიანტი. თუმცა, მეტ-ნაკლებად  დამკვიდრებული ძირითადი წესების გამოკვეთა, რაც გაადვილებს სტუდენტის  ამოცანას, მაინც შესაძლებელია და სწორედ ეს არის ამ დამხმარე სტატიის  მთავარი მიზანი.

სტრატეგიის უმთავრესი ერთეულები:

*  პირველ რიგში: იყავით კეთილსინდისიერები! ნუ  გადააჭარბებთ და გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს. “საკუთარი მონაცემის ცოტათი  გაზვიადება”, “მაჩვენებლის ცოტათი მომატება” და მისთანანი, თუნდაც, ერთი  შეხედვით, უბოროტო და შეუმჩნეველი “გაძლიერება” ნიშნავს საბუთების  გაყალბებას, რასაც დასავლური საგანმანათლებლო სისტემა არ პატიობს!  ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, არის თუნდაც მნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად  წამგებიანი და “სუსტი” მხარეებისთვის თავის არიდება, თუკი მათი მითითება  ცალსახად მოთხოვნილი არ არის.

* კომპაქტურობა:  სასურველია, CV არ იყოს ორ გვერდზე მეტი მოცულობის. ბუნებრივია, ის  შეიძლება ოთხ ან მეტ გვერდსაც შეადგენდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,  თუ კონფერენციაში მონაწილეობასთან, სამეცნიერო-კვლევითი/ანალიტიკური  სტატიების გამოქვეყნებასა და სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებული  გამოცდილება და შესაბამისი, მისაწოდებელი აუცილებელი ინფორმაცია უხვად  გაქვთ. შეეცადეთ, შეხედოთ დოკუმენტს იმ მკითხველის თვალით, რომელსაც დროის  უაღრესად მოკლე დროში უწევს მასთან გაცნობა.

* ადეკვატურობა:  შეუძლებელია ყველა საპროგრამო/საგრანტო/სასტიპენდიო განაცხადისათვის  შესაფერისი ერთი სტაბილური ფორმატის მქონე რეზიუმე გქონდეთ. მისი მუდმივი  მოდიფიცირება მიზანშეწონილია როგორც პირადი წინსვლის და ბიოგრაფიის  გამდიდრების, ასევე კონკრეტული შემთხვევის (მიზნის, პროგრამის)  შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში იქონიეთ შედარებით ნაკლებად  გადამწყვეტი ინფორმაციის მატარებელი ერთეულების CV-დან ამოღების  შესაძლებლობა. მაგ. თუ CV-ის სამაგისტრო პროგრამისთვის განკუთვნილ  განაცხადს ურთავთ, არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მიუთითოთ, რომელი  დაწყებითი/საშუალო სკოლა დაამთავრეთ – იმთავითვე იგულისხმება, რომ სკოლა  დამთავრებული გაქვთ (თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ საშუალო  განათლების მითითება უხეში შეცდომაა!). მთავარია უკანა რიგით შემდგომი,  წარმატებით დაძლეული საფეხური და შესაბამისი (მაგ. ბაკალავრის) დიპლომი  მიუთითოთ (შესაბამისი სპეციალობის სრული და ზუსტი დასახელების მითითებით.  იხ. შაბლონი).

* თანმიმდევრულობა და გამართული სტრუქტურა:  როგორც აღინიშნა, უნივერსალური წესები არ არსებობს, თუმცა შეთანხმებული  (კონვენციური) ფორმების გამოკვეთა შეიძლება, გამომდინარე CV-ის სტრუქტურის  ერთეულების პრიორიტეტულობიდან (მაგ., ბუნებრივია, პირველ რიგში იწერება  პირადი, ძირითადი ინფორმაცია (სახელი, მისამართი, მოქალაქეობა და ა.შ.,  ხოლო შემდეგ დანარჩენი), შეგიძლიათ დაიხმაროთ შაბლონი (MS/Word), თუმცა  ნიმუშის გაცნობისას, ამავე დროს, პრაქტიკულია, გაითვალისწინოთ შემდეგი  ნიუანსები, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ კითხვებს უფრო გასცემს პასუხს:

ა)  პირადი ცნობები

- მოქალაქეობის გრაფაში მითითების სწორი  ფორმაა Georgia (და არა Georgian).

- მიუთითეთ მუდმივი საცხოვრებლის  მისამართი (საფოსტო ინდექსითურთ), მაგრამ თუკი განაცხადზე პასუხის მიღების  ვადებში/ხანგრძლივად სხვაგან დაბინავდებით, ხოლო კორესპონდენციის ფორმა  არაელექტონული, ტრადიციული ფოსტაა, მიზანშეწონილია ასევე დროებითი  საცხოვრებელი ადგილის მისამართის მითითებაც. მისამართის მითითების წესი და  თანმიმდევრობა: ნომერი (ქუჩის), ქუჩის სახელი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi,  Georgia ან ქუჩის სახელი, ნომერი, საფოსტო ინდექსი, Tbilisi, Georgia.  მაგალითად: 3 Gotua Street, 0160, Tbilisi Georgia… ან Gotua Street 3,  0160, Tbilisi Georgia. რაც შეეხება გრძელ მისამართებს, ისეთს როგორიცაა  მაგ. დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე12 კორპუსი, ბინა 24, 0159, თბილისი  საქართველო… ამის ინგლისური ვარიანტი იქნება, პირდაპირი თარგმანი, რადგან  მსგავსი მისამართები დასავლეთში არ არის… ანუ Digmis Masivi, Quart III,  Build. 12, Apt. 24, 0159, Tbilisi, Georgia ან უფრო მოკლედ:Digomi  III-XII-12. Tbilisi, Georgia 0159.

- მიღებული სტილი: კარგი  იქნება, თუ ამ პირველ სექტორს (“პირადი ცნობები”) შედარებით პატარა ზომის  ფონტით შეავსებთ, ანუ გამოყოფთ სხვა სექტორებისგან, ხოლო, ამავდროულად,  სახელს და გვარს მსხვილი შრიფტით (Bold) აკრიფეთ.

- თუ CV-ის ზომის  მაქსიმალურად დაპატარავება გსურთ, შეგიძლიათ სათაურად ატანილი Curriculum  Vitae წაშალოთ. სტრუქტურის გამართულუბის შემთხვევაში, კომპეტენტური პირი  თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდება, რა სახის დოკუმენტთან აქვს საქმე.  შესაბამისად, ამის ნუ შეგეშინდებათ. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ  მცირეფექტიანი, პატარა ტექნიკური ხერხია, ისევ და ისევ: ყურადღება  მიაქციეთ, რომ CV არ იყოს თხრობით, ნარატიულ სტილში, პირველ პირში  მოთხრობილი ტრადიციული ქართული (საბჭოთა) ფორმატის ბიოგრაფია – ამით მისი  სიგრძე უსაშველოდ გაიზრდება, და, რაც მთავარია, დიდი შანსია, რომ არც  არავინ წაიკითხოს – ფორმატის დარღვევა უხეში შეცდომაა.

ბ)  განათლება

თქვენი მომავალი CV განკუთვნილია იმ  ადამიანისთვის, ვისაც, პირველ რიგში ევალება თქვენი განათლების დონის  შეფასება. შესაბამისად, ეს დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.  რეკომენდებულია ერთეულების ქრონოლოგიური უკუსვლით ჩამოწერა (ყველაზე გვიანი  ზემოთ. იხ. შაბლონი) და რაც მთავარია, ამგვარი (ან თუნდაც საპირისპირო)  სტილის ერთგვაროვნების ყველგან დაცვა.

გ) “წარმატებები და  გამოცდილება”

“წარმატებებისა და გამოცდილების” სექტორი  შეგიძლიათ ორად გაყოთ, გააჩნია, როგორ გაწყობთ. თუ ბევრი არაფერი გაქვთ  საწერი ამ თვალსაზრისით, შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, სჯობს,  “გაამსხვილოთ” ერთ კატეგორიაში, როგორც აქ არის ფორმულირებული. პრიზები,  ე.წ. “დიპლომები”, სერთიფიკატები (არა ენაში კომპეტენციის!), ექსპედიციები  (მხოლოდ რელევანტური! არავის აინტერესებს, გასართობად სად იბანაკეთ!),  ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები ამ სექტორში შეიტანეთ. შეეცადეთ,  მაქსიმალურად კონკრეტული ინფორმაცია მიუთითოთ (მიღების დრო, ადგილი,  ღონისძიების ორგანიზატორი).

- როგორც წესი, მიღებულ სტიპენდიებსაც  აქ წერენ, თუმცა პირადად მე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სასტიპენდიო  პროგრამები საგანმათლებლოა და აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მოპოვებით  სრულდება, მათ შესახებ ინფორმაცია “განათლების” სექტორში მაქვს  ინტეგრირებული.

- CV-ს გარკვეულწილად გააძლიერებს შემდეგი მიდგომა:  ყველანაირი მიღებული გამოცდილება (ოლიმპიადა, შეჯიბრი და ა.შ.) ყოველთვის  “ტრიუმფალური” და “მედლიანი” ვერ იქნება; ნურც მონათლავთ ასეთად, მაგრამ  ნურც დააკნინებთ – გამოცდილება და პრაქტიკის გავლა ყოველთვის პოზიტიურია და  თუკი რამ გაქვთ, გამოყავით ცალკე “გამოცდილება” და დაწერეთ! CV უნდა იყოს  გამოცდილებით და პარქტიკით უხვი და არა “სუპერმენის” ბიოგრაფია; დაივიწყეთ  მცდელობა, თავი წარმოაჩინოთ იმაზე გამორჩეულ და შთამბეჭდავ პიროვნებად,  ვიდრე თქვენი ფორმალური სტატუსი ამას მოითხოვს. ეს შეეხება სამუშაო  გამოცდილებასაც – ამ შემთხვევაში თითქმის არ არსებობს “არაპრესტიჟული  სამსახური”, ყველანაირი სამსახურეობრივი, თუნდაც დროებითი გამოცდილება ვერ  იქნება პროფესიული, პრაქტიკული კომპეტენციის მანიშნებელი და ამას არც  არავინ ელის ახალგაზრდა სტუდენტისგან, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს  კონკურსის დროს ქართულ დიპლომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

დ)  extracurricular activities

შემდეგ სექტორად გამოყოფენ  ე.წ. extracurricular activities, ანუ იმ საქმიანობას, რაც სცდება ფორმალურ  სასწავლო პროცესს და გულისხმობს ინტელექტუალურ, შემოქმედებით,  საზოგადოებრივ აქტივიზმს. ეს განსაკუთრებით მომგებიანია ხოლმე სამუშაო  განაცხადისათვის, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, არც სწავლის გაგრძელების  მოსურნეს დაახასიათებს ცუდად. ამით საშუალება მიეცემა მკითხველს,  შთაბეჭდილება შეექმნას თქვენზე, როგორც საზოგადოებრივად აქტიურ,  ინიციატივიან, პერსპექტიულ ახალგაზრდაზე, რომელზეც იმედების დამყარება  შეიძლება. რაღა თქმა უნდა, ეს სექტორიც შეიძლება გაერთიანდეს  “წარმატებებისა და გამოცდილების” ან თუნდაც “ჰობის” ნაწილთან, თუმცა,  სასურველია, ცალკე იყოს.

ე) უცხო ენები

ბოლო  წლებში უცხო ენაში კომპეტენციის გასარკვევად თვითშეფასებისთვის სულ უფრო  ნაკლები ადგილი რჩება. ძირითადად, ეს სფერო სერთიფიცირებულია და, რა ხანია  საერთაშორისო სტანდარტიზაციის გზას ადგას. იშვიათ შემთხვევაში, თუკი  კონკრეტული სერთიფიკატის სპეციფიკური დონე არ არის მოთხოვნილი ან/და ენაში  ტესტირება მხოლოდ საბუთების გადარჩევის შემდეგ გელით, ამავდროულად კი CV-ის  კონკრეტული შაბლონი კონკურსის ორგანიზატორების მიერ არ არის მოწოდებული,  სადაც ყველანაირი შეფასების გრაფა (და შესაბამისი ფორმატი და სტილი)  მოცემულია, მაშინ შეაფასეთ თქვენი თავი პირობითი/ზოგადი სკალირების  რამოდენიმე დონით (beginner/conversational, intermediate, advanced,  fluent ან ეკვივალენტური, სტანდარტული დახასიათებით).

შაბლონში  მოცემულა თვითშეფასების სპეციალური მოდელი. დამატებითი ინფორმაციის  მისაღებად გაჰყევით იქვე მითითებულ ბმულს.

და ა.შ…

ზემოთ  ჩამოთვლილი სექტორები ძირითადი და აუცილებელია. როგორც წესი, სპეციალური  უნარ-ჩვევების (კომპიუტერის ფლობა და ა.შ.) და ჰობის განყოფილებათა დართვა  მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური არჩევანის საგანია, ამავდროულად, როგორც წესი,  რეკომენდებული და სასურველი. ერთადერთი ამოცანაა, ამ საქმეშიც  რაციონალურობა გამოიჩინოთ და განაცხადის მიზნებთან მაქსიმალურად ახლოს  დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოთ. მაგალითად, Windows-ის საოფისე  პროგრამების კარგად ფლობა, აკადემიური წერის დასავლური სტანდარტების ცოდნა  და ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლად მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქ მხოლოდ  საქმეს წაადგება; პერსონალური ჰობის მითითებისას პრიორიტეტი (რა თქმა უნდა,  რეალობის შესაბამისი) ისეთი საქმიანობის აღნიშვნას მიანიჭეთ, რომელიც  სტერეოტიპულ პოზიტივზეა გათვლილი; მაგ. თუ ლუდის ბანკების კოლექციონირება  და ჭადრაკის თამაში გიტაცებთ, იმთავითვე გასაგებია, რომელი უფრო  შთამბეჭდავი იქნება ნუ დაწერთ, რომ “კითხვა გიყვართ”, ცოტათი დააკონკრეტეთ –  სამეცნიერო თუ ბელეტრისტიკა… ან ერთი-ორი ჟანრი ახსენეთ, მოკლედ, თავად  უკეთ იცით…

* სააპლიკაციო დოკუმენტების სისრულე:  ეს საკითხი უშუალოდ CV-ის გამართულად და ხარისხიანად შედგენის ამოცანას არ  ეხება, თუმცა მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ: რეზიუმე არ წარმოადგენს ე.წ.  “სამოტივაციო წერილს”, ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც წესი, სტანდარტული,  მოთხოვნილი დოკუმენტია, სადაც უფრო დეტალურად, თხრობით და არგუმენტირებულ  სტილში ასაბუთებთ თქვენს სურვილს (არა უბრალოდ სურვილს, არამედ იმას, თუ  რატომ გსურთ – საფუძველს, მოტივაციას!), მონაწილეობა მიიღოთ გარკვეულ  სასწავლო/საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამაში. თუ გამოქვეყნებულ განცხადებაში  სამოტივაციო წერილი (motivation letter, cover letter) მიწოდების მოთხოვნა  არ არის, 95%-იანი შანსია, რომ მისი გაგზავნა მართლაც არ იყო საჭირო,  წინააღმდეგ შემთხვევაში საკონკურსო/საკომისიო პირისათვის/ჟიურისთვის ის  იქნება არასასრუველი “მაკულატურა”. მაგრამ (!) დაბეჯითებით გირჩევთ,  მრავალგზის გადაამოწმოთ მოთხოვნის პირობები. თუკი რამ გაეჭვებთ, პროგრამის  საკონტაქტო პირთან ელ-ფოსტის საშუალებით კომუნიკაცია არასდროს არის  წამგებიანი.

* დროის მენეჯმენტი: ყურადღება  მიაქციეთ, რისთვის წერთ CV-ს! ვადები ყოველთვის დათქმულია, ამიტომ თადარიგი  დაიჭირეთ. თუ ატყობთ, რომ, ჩვენი ბიუროკრატიის გადამკიდე, რომელიმე  მნიშვნელოვანი დოკუმენტის (მაგ. დიპლომის და ნიშნების ფურცლის ნოტარიალურად  დამოწმებული ასლის) დართვა სააპლიკაციო საბუთებში ვერ ესწრება, მიმართეთ  სასტიპენდიო/სასწავლო პროგრამის კონკრეტულ საკონტაქტო პირს და ჩააყენეთ  საქმის კურსში. როგორც წესი, კომპრომისზე მიდიან. თუკი შედარებით “ნაკლებად  სასიცოცხლო” დოკუმენტების (სერთიფიკატების, კონკურსებში გამარჯვების  მოწმობების და ა.შ.) დართვას ვეღარ ახერხებთ და მათი არარსებობა თქვენს  CV-ის იმთავითვე არ “დაბრაკავს”, ამ დროს კი გაცილებით გადაუდებელი საქმე  გაქვთ, შეგიძლიათ მიუთითოთ – available at request.

სულ ეს იყო.  ბუნებრივია, კიდევ ათასი დეტალია. ამ წერილის მიზანი მხოლოდ დამწყებთათვის  დახმარების გაწევაა, მათთვის, ვისაც CV-ს მომზადების მცირე გამოცდილება  აქვს.

გისურვებთ წარმატებებს!

სტატიის წყარო: ediscourse.wordpress.com

როგორ გავხდეთ სასურველი კანდიდატი MBA პროგრამისთვის?
ეს სტატია განკუთვნილია  მათთვის ვისაც დიდი სურვილი აქვს გაიაროს MBA პროგრამა ვინც უკვე  რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით.

MBA (The MBA – Master of  Business Administration) პროგრამები XX საუკუნის პირველი ნახევრიდან  ჩნდება ამერიკაში. 60-იან წლებში ასეთი ტიპის პროგრამებით სწავლება  ევროპაშიც დაიწყო, 80-იანი წლებიდან კი ის პოპულარული გახდა

MBA  პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. სულ უფრო მეტი ადამიანი  ცდილობს გახდეს ამ პროგრამის მონაწილე განსაკუთრებით კი მსოფლიოს წამყვან  ბიზნესსკოლებში, როგორებიცაა ჰარვარდი, სტენფორდი, ლონდონის ბიზნესსკოლა,  მანჩესტერის ბიზნესსკოლა და ა.შ. ეს პროგრამები პოპულარული ხდება  საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრი ადამიანი ოცნებობს საზღვარგარეთ  MBA პროგრამის გავლას. ზოგს ოცნება აუხდა, ზოგმა კი ამ მიმართულებით  გარკვეული ნაბიჯები გადადგა.

როგორც წესი, MBA პროგრამაზე მოხვედრა  ბიზნესსკოლებში რთული პროცედურაა (განსაკუთრებით წარმატებულ სკოლებში) და  რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. დასკვნითი ეტაპია გასაუბრება შესარჩევ  კომისიასთან, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, თქვენი სკოლაში  მოხვედრა_არმოხვედრის ბედი.

ბიზნესსკოლების MBA პროგრამის  შესარჩევი კომისია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანდიდატის როგორც  აკადემიურ დონეს და პროფესიულ მხარეს, ისე მის პიროვნულ თვისებებს.  რეალობაში არსებობს ძალიან ბევრი მეთოდი, რათა დაანახვოთ (უფრო სწორად,  მოაჩვენოთ) მათ, თუ რამდენად კარგი კანდიდატი ხართ. გამოცდილი ადამიანები  გვირჩევენ, რომ ასეთი მეთოდების გამოყენებაზე ბევრად უკეთესია, კარგად  გააცნობიეროთ თუ რა ცოდნა, რა მიზნები გაქვთ და გქონდეთ საკმარისი  არგუმენტები საიმისოდ, რომ თქვენ ამ სკოლას შეეფერებით.

ქვემოთ  მოცემულია რამდენიმე რჩევა რომელთა გათვალისწინება კარგი იქნება, როდესაც  თქვენ წარსდგებით MBA პროგრამის შერჩევი კომისიის წინაშე:

1.  იყავით პატიოსანი

მიმღები კომისია ყოველთვის დაკომპლექტებულია  პროფესიონალებით. ისინი სწრაფად ხვდებიან, როდესაც კანდიდატი ლაპარაკობს  არა რეალობაზე, არამედ მხოლოდ იმასზე, რაც კომისიას ესიამოვნება. ამისა  ნაცვლად, ილაპარაკეთ იმაზე, თუ, რატომ გინდათ ამ პროგრამით სწავლა, რა არის  თქვენი მიზნები და შთაგონების წყარო, რისი მიღწევა გინდათ კარიერული  თვალსაზრისით, რატომ შეარჩიეთ ეს სკოლა და პროგრამა. ამ საკითხებთან  დაკავშირებით რეალური და კარგად არგუმენტირებული მოსაზრებების ქონა ძალიან  მნიშვნელოვანია. ამიტომ არ დაზოგოთ დრო, დაფიქრდით და ეცადეთ თითოეულ  საკითხზე გქონდეთ კარგად ჩამოყალიბებული 3 არგუმენტი მაინც.

2.  იყავით რეალისტი

ერთია თქვათ, რომ გსურთ გახდეთ პროფესიონალი  მზარეული, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად მიღწევადია ეს თქვენს  პირობებში. თუ თქვენ ერთი კერძიც კი არ გაქვთ ცხოვრებაში მომზადებული,  მაშინ შესაძლოა, რეალობას აცდენილი ხართ. უჯობესია კარგად შეაფასოთ თქვენი  კარიერული მიზნები თქვენს გამოცდილებასთან და უნარებთან შედარებით.

თვითშეფასებისათვის  დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

* რატომ ვარ დარწმუნებული რომ  MBA პროგრამა საჭიროა ჩემთვის?

* რა მაქვს საერთო MBA -ს სხვა  კანდიდატებთან?

* რა ტიპის სამუშაო შემეფერება MBA -ს დამთავრების  შემდეგ ჩემი ძლიერი მხარეებიდან, ინტერესებიდან, შესაძლებლობებიდან და  სამუშაო უნარებიდან გამომდინარე?

* რა სახის ბიზნესსკოლები, კომპანიები  და კორპორატიული კულტურებია ყველაზე მეტად ჩემთვის შესაფერისი?

3.  არ ილაპარკოთ მხოლოდ იმაზე, თუ რისი მიღება გსურთ ამ პროგრამისაგან,  არამედ იმაზეც, თუ რა სარგებელს მიიღებს თქვენი სახით სკოლა

თანაჯგუფელები  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ნაწილია MBA პროგრამით  სწავლის პროცესში. პროგრამის დამთავრებულთა გამოკითხვებმა აჩვენა რომ  სწავლის ხარისხისათვის კრიტიკულია, თანჯგუფელებს შორის გამოცდილების  გაზიარება. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ, შემდგომში როგორ ადამიანებთან  გექნებათ კავშირი და განვითარებული ურთიერთობა.

შეეცადეთ,  დაანახვოთ შესარჩევ კომისიას, რომ თქვენ ღირებული წევრი იქნებით იმ  საზოგადოებისათვის. კარგი იქნება, თუკი ყურადღებას შემდეგზე გაამახვილებთ:

*  იმ განსხვავებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რითაც თქვენ გამოირჩევით სხვა  ქვეყნის კანდიდატებისაგან;

* იმ კომპეტენციებზე, რაშიც მიგაჩნიათ რომ  ექსპერტი ხართ;

* იმ კავშირებზე, რასაც მიიღებენ თქვენგან თანაჯგუფელები  თქვენს ქვეყანაში საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად.

4.  იცოდე რაც შეიძლება მეტი იმ ბიზნესსკოლისა და მისი სასწავლო პროგრამის  შესახებ, სადაც წასვლას აპირებთ

კომისიის წევრებს სურთ  დარწმუდნენ, რომ თქვენ კარგად იცნობთ სკოლას და გააზრებულად შეაჩერეთ მასზე  არჩევანი. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი იცოდეთ ამ  სკოლისა და პროგრამის შესახებ. ამისათვის გამოიყენეთ შემდეგი საშუალებები:

*  ყურადღებით და ზედმიწევნით გაეცანით სკოლის ინტერნეტგვერდს;

* გაეცანით  ამ სკოლასთან და პროგრამასთან დაკავშირებულ სტატიებს;

* ეცადეთ  გამონახოთ თქვენი თანამემამულე, რომელსაც ამ სკოლაში გავლილი აქვს  ანალოგიური ან სხვა ტიპის პროგრამა;

* გამოიწერეთ ამ სკოლასთან  დაკავშირებული ბროშურები ან წიგნები;

* გაეცანით ამ სკოლასთან და  პროგრამასთან დაკავშირებულ რეიტინგებსა და შეფასებებს სხვადასხვა  ინტერნეტგვერდებზე (მაგ: www.ft.com www.businessweek.com).

5.  ყურადღება მიაქციეთ სკოლის კულტურასა და კორპორატიულ ფასეულობებს

ის,  თუ რამდენად შეესაბამებით ამ სკოლას, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს  თავად სკოლის კულტურა და ფასეულობები. კომისიის წევრები ყურადღებას  აქცევენ, თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს და რამდენად განვითარდებით  ამ საზოგადოებაში, რამდენად ბევრ სარგებელს წაიღებთ იქიდან.

კულტურული  თავისებურებები მოქმედებს არა მარტო სკოლაში ჩაბარებასთან, არამედ შემდგომ  კარიერასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზეც. სხვადასხვა დარგში მოღვაწე  კომპანიებს სხვადასხვა უნიკალური კულტურა აქვთ. შესაბამისად გაიაზრეთ რა  ტიპის დარგში ან კომპანიაში აპირებთ სამომავლოდ მუშაობას. ამისათვის  საჭიროა მხოლოდ დაფიქრდეთ თქვენს არჩევანზე დარგთან, სპეციალობასთან  დაკავშირებით და შემდეგ შეარჩიოთ ის სკოლა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად  აკეთებს ამ მიმართულებით აქცენტებს. სკოლის კულტურის შესახებ ინფორმაციის  მიღება შეგიძლიათ ანალოგიური საშუალებებით, რაც ზემოთაა მოცემული.  დამატებით თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, მოინახულეთ სკოლის კამპუსიც,  რაც კიდევ უფრო დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

გისურვებთ  წარმატებულ არჩევანს.

როგორ მოვემზადოთ GMAT-ის ვერბალური ნაწილისთვის
დღეისათვის უამრავი  მენეჯერის ოცნება თუ სურვილია, რომ მიიღოს დასავლური განათლება,  კონკრეტულად კი, MBA კურსი გაიაროს რომელიმე ტოპ ბიზნესსკოლაში. იქ  მოსახვედრად ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი GMAT (Graduate Management  Admission Test) ტესტის შედეგებია.

ამ ტესტისათვის მოსამზადებლად  უამრავი გზა არსებობს: სასწავლო ცენტრები, კერძო მასწავლებლები თუ ინტერნეტ  ონლაინ კურსები. თუმცა, GMAT-ის ექსპერტების აზრით, მომზადება უფასოდაც  შეგვიძლია, თუ ამ საქმეს დამოუკიდებლად, მაგრამ ორგანიზებულად შევუდგებით.

ქვემოთ  მოცემულია სხვადასხვა ექსპერტის რჩევები – რამდენიმე კონკრეტული  მინიშნება, თუ როგორ შეიძლება მოემზადოთ GMAT-ის ვერბალური ნაწილისათვის.

ცნობილი  ფაქტია, რომ არაინგლისურენოვანი ადამიანებისათვის განსაკუთრებით რთულია  GMAT-ის ვერბალური ნაწილის ჩაბარება. თუმცა, ეს არც იმათთვის არის იოლი,  ვინც ინგლისურენოვან ოჯახებში გაიზარდა. ექსპერტები ამბობენ, რომ  მიუხედავად ტესტის მომზადებაზე გაწეული შრომისა, უამრავი ადამიანი ტესტის  ჩაბარების დროს არაერთ შეცდომას უშვებს იმის გამო, რომ საკითხს არ იაზრებს  და ინტუიციაზე დაყრდნობით პასუხობს.

არითმეტიკული ნაწილისაგან  განსხვავებით, რომელსაც აქვს სავარაუდო პასუხები, არსებობს სხვადასხვა  ტექნიკა, რომელთა სწავლაც მოსამზადებელ პერიოდში შესაძლებელია, ვერბალური  ნაწილის დაზეპირება კი არაფერში გამოგადგებათ. “ძალიან რთულია, რომ ამ  ასაკში გაიუმჯობესო კითხვის უნარი” – ამბობს ჯორჯთაუნის მაკდონოუის  ბიზნესსკოლის MBA მიმართულების დირექტორის მოადგილე ვენდი ვაისი, რომელმაც  რამდენიმე წლის წინ თავად ჩააბარა ეს გამოცდა. “იმ რამდენიმე ვერბალურ  ნაწილსაც კი, რომლის სწავლაც შეიძლება, მთელი მათემატიკური ნაწილის  სწავლაზე მეტი დრო მიაქვს” – ამბობს ვაისი.

სტუდენტების უმრავლესობა  იყენებს შემდეგ მიდგომას: მოსამზადებელი ტესტების წიგნის გადაშლას ან  მოსამზადებელ კურსებზე ჩაწერას. მასალები საკმაოდ მრავალრიცხოვანია,  მიუხედავად იმისა, რომ თემები იშვიათად და მცირედით იცვლება, ეს მაინც ვერ  ამარტივებს ვერბალურ ნაწილს.

სავარჯიშოები:

წიგნებისა  და მოსამზადებელი კურსების გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე გზა ამ  ნაწილისთვის მოსამზადებლად.

ივარჯიშეთ ინტერნეტიდან  კითხვაში: ნებისმიერი სავარჯიშო წიგნი გირჩევთ, რომ ივარჯიშოთ  ინტერნეტ სავარჯიშო ტესტებზე, თუმცა კაპლანის ტესტის მოსამზადებელი  კომპანიის GMAT-ის პროგრამის მენეჯერი ჯენიფერ კედროვსკი გირჩევთ, რომ  შეგიძლიათ ნებისმიერი რამ წაიკითხოთ, ოღონდ ინტერნეტში. “კომპიუტერის  ეკრანიდან კითხვა განსხვავდება ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების კითხვისაგან,  მას თავისი სპეციფიკა აქვს”. კედროვსკი მათ, ვინც ტესტისათვის ემზადება,  ურჩევს, კომპიუტერიდან კითხვა ყოველდღიურ ჩვევად გაიხადონ.

ჩამოტვირთეთ  სავარჯიშო ტესტი: ტესტისათვის მომზადებას თუ შესამოწმებელი სრული  ტესტის გავლით დაიწყებთ, გეცოდინებათ ის მხარეები, სადაც ყველაზე მეტად  გჭირდებათ ვარჯიში და შეძლებთ ზუსტად თქვენთვის მორგებული სასწავლო  პროგრამის შედგენას. თუმცა, სულაც არ არის საჭირო, რომ წიგნი იყიდოთ ან  სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ. სრულიად მარტივად შეგიძლიათ სავარჯიშო ტესტი  უფასოდ ჩამოტვირთოთ, მაგალითად,www.mba.com – დან, შემდეგ კი გაიაროთ ტესტი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ  ვერბალური ნაწილის შეფასებას.

ყურადღება მიაქციეთ  სპეციფიკურ ნიუანსებს: მაშინ, როდესაც მოსამზადებელი კურსების  უმრავლესობა ტრადიციულ დახმარებას გიწევთ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ექსტრა  კურსები, სადაც ყურადღება ერთ, კონკრეტულ, ვიწრო მიმართულებაზეა  გამახვილებული, როგორიცაა მაგალითად, ზედსართავი სახელები ან ზმნისა და  ქვემდებარის თავსებადობა. როდესაც სადიაგნოსტიკო ტესტის შედეგების მიხედვით  უკვე იცით, რომელ საკითხზე გჭირდებათ ყურადღების გამახვილება, ინტერნეტში  თავისუფლად შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი მოკლე სავარჯიშო.

გააანალიზეთ  სიახლეები: იმის გამო, რომ საკითხავი ნაწილის კითხვებს მთელი  GMAT-ის მესამედი ნაწილი უჭირავს, ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტის ანალიზის  უნარი. ნებისმიერ სტატიას, რომელსაც წაიკითხავთ, შეხედეთ კრიტიკული თვალით  და მიუდექით ისე, როგორც მიუდგებოდით, ჯიმატის ტექსტს. გააანალიზეთ და  შეეცადეთ გამოყოთ ავტორის შეხედულებები და მთავარი საკითხები, შემდეგ კი,  შეაფასეთ და სათანადო დასკვნა გამოიტანეთ.

ყურადღება  მიაქციეთ გრამატიკას: ჯიმატის ვერბალური ნაწილი მოიცავს ისეთ  საბაზისო საკითხებს, როგორიცაა წინადადების კორექტირება, რაშიც  მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ გრამატიკის მთავარი წესების გადახედვა.  დამატებითი დახმარებისათვის ჯიმატის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ტრადიციული  მოსამზადებელი მასალების გარეთაც გავიხედოთ, თუმცა ყველა ინფორმაცია არ  არის შესაბამისი. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ისეთ დეტალებზე, რომლებიც  GMAT-ში არ არის გამოყენებული. ყურადღების ცენტრში მოაქციეთ ყველაზე ხშირად  გამოყენებული გრამატიკული საკითხები: ზმნა, ზედსართავი სახელები და  მოდიფიკატორები.

ისწავლეთ ენა: SAT-ისა და  LSAT-ისაგან განსხვავებით, GMAT-ი არ ითვალისწინებს სიტყვათა ზუსტი  განსაზღვრებების ცოდნის შემოწმებას, თუმცა კარგი იქნება, თუ შეისწავლით  ჯიმატის ტესტებისათვის დამახასიათებელ სიტყვებს, რაც საშუალებას მოგცემთ  ტესტის ჩაბარებისას შეამციროთ წაკითხვის დრო და დაზოგოთ სხვა კითხვებზე  პასუხის გასაცემად.

შეუერთდით ონლაინ ჯგუფს:  ტრადიციულ ფორუმებში მონაწილეობის გარდა, კარგი იქნება თუ გამოიყენებთ  Google-ს და Yahoo-ს ჯგუფების სერვისს, ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმ  ადამიანების შეკრებისათვის, ვინც პირისპირ შეხვედრას ვერ ახერხებს. თქვენ  შეგიძლიათ მოაწყოთ განხილვები ინტერნეტში და გააანალიზოთ თქვენთვის  საინტერესო საკითხები.

სტატიის წყარო: www.strategy.ge

რატომ GMAT???
სასურველი მიზანი – MBA

რატომ  სთხოვენ ბიზნესის სკოლები აპლიკანტებს GMAT-ის ჩაბარებას?

მრავალი  მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, ვაფასებთ აპლიკანტების მათემატიკურ და  ვერბალურ უნარ-ჩვევებს, მეორე მხრივ, ვაფასებთ აპლიკანტის შესაძლებლობას  იაზროვნოს ანალიტიკურად სტრესული გარემოს პირობებში, მესამე მხრივ,  საშუალება გვაქვს შევადაროთ განსხვავებული გამოცდილების მქონე ადამიანების  აკადემიური მომზადება. მაგალითად, შეფასება “მაღალი” ერთი სკოლიდან  შეიძლება არ მიუთითებდეს იმავე დონის აკადემიურ მოსწრებას, როგორც სხვა  სკოლის იგივე მაჩვენებელი, GMAT კი იძლევა საშუალებას, ყველა თანაბარი  კრიტერიუმით შეფასდეს. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმრავლესობა  ბიზნესის სკოლებისა სხვა კრიტერიუმებთან ერთად, სარეიტინგოდ ფასდება  შესაბამისი წლის საშუალო GMAT ქულითაც.

თქვენი  გამოცდილებით, რამდენად კორელაციაშია სტუდენტის GMAT-ის ქულა შემდგომში მის  აკადემიურ წარმატებასთან?

კვლევებმა აჩვენა, რომ GMAT-ის  ქულები საკმაოდ კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ წინასწარ, სწავლების  პირველ წელს განსაზღვრო სტუდენტის მოსალოდნელი აკადემიური შედეგი.

GMAT-ის  რა პროცენტული მაჩვენებელია მისაღები ელიტური ბიზნესის სკოლებისთვის?

ზოგადად,  ბიზნესის ელიტური სკოლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ  კანდიდატებს, რომელთა მაჩვენებელი შეადგენს მთლიანი ქულის 80 ან მეტ  პროცენტს, როგორც ვერბალურ, ასევე მათემატიკურ სექციებში. თუმცა ეს არაა  კანონი, რომელიც არ ირღვევა, გააჩნია აპლიკანტი რა პროფესიისაა და საიდან.  მაგალითად, თუ თქვენ ხართ მამაკაცი, პროფესიით ინჟინერი, ინდოეთიდან, მაშინ  თქვენ კონკურენციას გიწევთ უამრავი თქვენნაირი გამოცდილების მქონე  აპლიკანტი, ასე რომ GMAT- ის ქულა ამ შემთხვევაში კრიტიკულია. იგივე ეხება  ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრებს, რომლებიც საკონსულტაციო კომპანიებში  და ბანკებში მუშაობენ. მეორე მხრივ, თუ თქვენ წარმოადგენთ NGO-ს, ან ხართ  ნაკლებად წარმოდგენილი ქვეყნიდან, ან თუნდაც ქალბატონი, ამ შემთხვევაში  GMAT-ის ქულა შესაძლებელია გადაწონოს სხვა ფაქტორებმა, ვინაიდან თქვენ  სკოლებისთვის უნიკალური და მიმზიდველი აპლიკანტი ხართ.

რა  ქულაა კონკურენტული ტოპ 5, ტოპ 10, ტოპ 20 სკოლებისთვის?

პრინციპში,  ყველაფერი დამოკიდებულია კანდიდატის მთლიან პროფილზე, თუმცა თუ თქვენი  ქულა მერყეობს 600-ის ფარგლებში, მაშინ შეგიძლიათ თამამად მიმართოთ  ნებისმიერ სკოლას. აქვე დავძენდი, რომ ტოპ 5 სკოლაში მოსახვედრად შეიძლება  უფრო მეტი დაგჭირდეთ, მაგალითად 680-ზე მეტი.

რამდენად  აქცევენ ყურადღებას სკოლები კანდიდატის მიერ ტესტის რამდენიმეჯერ  ჩაბარებას?

ეს დამოკიდებულია ქულებზე. მაგალითად, თუ  პირველ ტესტზე მიიღეთ ქულა, რომელიც გაცილებით დაბალია, ვიდრე სკოლის მიერ  გამოქვეყნებული საშუალო ქულა, მაშინ ტესტირებაზე აუცილებლად ხელმეორედ უნდა  გახვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა იღებს მესიჯს, რომ თქვენ  არასერიოზულად უდგებით საქმეს და არ გაგაჩნიათ სკოლაში მოხვედრის  მოტივაცია. ზოგადად ნორმალურია ტესტირებაზე ორჯერ ან სამჯერ გასვლა,  ვინაიდან მიუთითებს თქვენს მისწრაფებაზე _ იყოთ კონკურენტული კანდიდატი.  ამაზე მეტჯერ გასვლას მოერიდეთ! მიაქციეთ ყურადღება გაუქმებულ ტესტირებებს,  ტესტის ერთხელ გაუქმება შესაძლებელია, ვინაიდან შეიძლება კანდიდატი გახდეს  ავად ან რაიმე შეემთხვას. რამდენიმეჯერ ამის გაკეთება კი ცუდ  შთაბეჭდილებას ტოვებს მისაღებ კომისიაზე.

მაგალითად, ერთი აპლიკანტი  იღებს 700 ქულას პირველივე ტესტირებაზე, ხოლო მეორე აღწევს იმავეს მეორე  ტესტირების დროს. აფასებს თუ არა კომისია ამ ორ აპლიკანტს  სხვადასხვანაირად?

არავითარ შემთხვევაში.

თუ აპლიკანტი  გავიდა ტესტირებაზე რამდენიმეჯერ, პირველ ტესტირებაზე მიიღო 45 მათემატიკურ  სექციაში და 35 ვერბალურში, მეორე ტესტირებისას კი 42 მათემატიკაში და 40  ვერბალურში, შესაძლებელია თუ არა, რომ სკოლამ აიღოს კრიტერიუმად 45  მათემატიკაში და 40 ვერბალურში?

ერთადერთი სკოლა, რომელიც მსგავსად  ახდენს სხვადასხვა ტესტირების უმაღლესი ქულების კომბინირებას არის “Takis”  ბიზნესის სკოლა. ყველა სხვა დანარჩენი, იღებს მთლიან უმაღლეს ქულას.

რა  აზრი აქვს ანალიტიკური წერის სექციას, როდესაც აპლიკანტებს ისედაც უწევთ  ესეების დაწერა აპლიკაციაში?

ძირითადი აზრი იმაში  მდგომარეობს, რომ ჩვენ ამით ვხვდებით, რამდენად შეუძლია კანდიდატს სტრესულ  გარემოში ანალიტიკური წერა, ვინაიდან აპლიკაციასთან თანდართული ესეები  სავსებით შესაძლებელია წინასწარ გადახედილი/ჩასწორებული იყოს აპლიკანტების  მეგობრების, მშობლების, მასწავლებლების მიერ.

რა  ტენდენციებია ამ ბოლო დროს GMAT-ის ქულების კუთხით?

1997-2005  წლებში ვორტონში საშუალო ქულა გაიზარდა 680-დან 716-მდე, ხოლო ჰარვარდში _  712-მდე.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ითხოვენ თუ  არა საერთაშორისო ბიზნესის სკოლები GMAT-ს?

ზოგ მათგანს  თავისი საკუთარი ტესტები აქვს, თუმცა მათი უმეტესობა ითხოვს.

თქვენ,  ამერიკულ ტოპ ბიზნეს სკოლებს, რომელი ევროპული ან სხვა არაამერიკული  ბიზნესის სკოლები მიგაჩნიათ საუკეთესოდ?

მაგალითად  მოვიყვანდი ლონდონის ბიზნესის სკოლას, INSEAD -ს, IMD-ის, მანჩესტერის  ბიზნესის სკოლას, კემბრიჯისა და ოქსფორდის ბიზნესის სკოლებს.

დაბოლოს,  თუ ვერაფრით ახერხებ მაღალი ქულის მიღებას GMAT-ში, არსებობს თუ არა რაიმე  სხვა საშუალება, რომ მაინც მოხვდე ტოპ სკოლაში?

GMAT-ის  დაბალი ქულის დასაბალანსებლად საუკეთესო საშუალებაა მაღალი ქულა  ბაკალავრიატის დამთავრებისას ან სხვა სამაგისტრო პროგრამის დასრულებისას.

სტატიის  წყარო: www.strategy.ge

დისტანციური სწავლა
წლების წინ  წარმოუდგენელი იყო ქვეყნიდან გაუსვლელად მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში  განათლების მიღება. დღეს ეს ადვილად შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში.

ინტერნეტის  გავრცელებამ და კომპიტერული ტექნოლოგიების განვითარებამ, წინ წამოწია  “ონლაინ სწავლა”, როგორც დისტანციური სწავლების ახალი ფორმა. თუ  კომპიუტერი, ინტერნეტი და შესაბამისი თანხა გაგაჩნიათ, დღეს შეგიძლიათ  სასწავლო კურსი გაიროთ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

ანა  ჯობავა იმ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ონლაინ კურსები უკვე გაიარა.  მისი აზრით ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებულია მათთვის ვინც მუშაობს,  განიცდის დროის დეფიციტს და ამავდროულად სხვა უნივერსიტეტის დასწრებული  სტუდენტია. “ონლაინ სწავლება სტუდენტს აძლევს საკუთარი განრიგის უფრო  მოხერხებულად ფორმირების საშუალებას. რა თქმა უნდა ამ პროგრამას თავისი  უარყოფითი მხარეებიც აქვს, რაც პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ  გაურკვევლობის შემთხვევაში სტუდენტს არ ეძლევა კითხვის დასმის საშუალება”,–  ამბობს ჯობავა.

თუმცა, გამოსავალი გარკვეულწილად აქაც მოინახა.  სტუდენტებთან ინტერაქტიული ურთიერთობისთვის ზოგიერთი ინტერნეტ-პედაგოგი  გარკვეული პერიოდულობით მართავს ვიდეო, სატელეფონო ან ვებ-კონფერენციების,  სადაც აქტიურად გამოიყენება ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებები, როგორიცაა  მაგალითად “სკაიპი”.

სასწავლო და დასაქმების პროგრამების  საერთაშორისო ასოციაციის თავჯდომარის გოჩა გოგუაძის თქმით, ონლაინ  სწავლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1986-87 წლებიდან  მოიკიდა ფეხი. “შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის სწავლება გახდა უმაღლესი  განათლების, სტაჟირებისა და პროფესიონალური ზრდის ერთ-ერთი ფორმა”, –  ამბობს გოგუაძე.

მისი თქმით, ამ მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში  მდგომარეობს, რომ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე  უნივერსიტეტში ისწავლოს. “როდესაც მე ვიყავი სტუდენტი 1989 წელს, ონლაინ  რეჟიმში ვსწავლობდი “კალიფორნია დევისის” სხვადასხვა ფაკულტეტზე და  ამავდროულად ვიყავი კალიფორნია ბერქლის დასწრებული სტუდენტი. ეს საუკეთესო  საშუალება იყო ერთდროულად სხვადასხვა სფეროში მიმეღო განათლება”.

ონლაინ  სწავლა შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე ადგილზე სწავლა და კურსდამთავრებულს  ზუსტად ისეთივე დიპლომი ეძლევა, როგორსაც ის მიიღებდა ადგილზე, დასწრებული  კურსის დამთავრების შემთხვევაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისით  დარეგისტრირდეს ინტერნეტის მეშვეობით, კურსის დამთავრების შემდეგ კი  საბოლოო გამოცდას აბარებს ბრიტანეთის საბჭოში საქართველოში, ან ზოგ  შემთხვევაში ინდივიდუალურად ინტერნეტის მეშვეობით.

საქართველოში ამ  სისტემამ პოპულარობა ვერ მოიპოვა. არჩევანის წინაშე მდგარი ადამიანები  თითქმის ყოველთვის ადგილზე სწავლას ამჯობინებენ. “შეიძლება მართლაც კარგი  იყოს ონლაინ რეჟიმში სწავლა, მაგრამ მე მაინც ადგილზე ვამჯობინებ  განათლების მიღებას, ჯერ ერთი ლექტორთან უშუალო კომუნიკაცია ძალიან ბევრს  ნიშნავს ჩემთვის და მეორეც სწავლასთან ერთად უცხო ქალაქში ახალ მეგობრებსა  და ნაცნობების გარემოცვაში ვიცხოვრებ, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია”  -ამბობს მეოთხე კურსის სტუდენტი თეონა მაღრაძე.

აღნიშნული  მეთოდისადმი ინტერესის ნაკლებობას არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ  პროფესორ-მასწავლებლებშიც ბევრი ხსნის იმით, რომ საზოგადოება არასწორად  არის ინფორმირებული, ან, უფრო მეტიც, ბევრს საერთოდ არც სმენია ამასთან  დაკავშირებით არაფერი.

მეორე კურსის სტუდენტ დათო ნამთალაშვილს  არაფერი აქვს საწინააღმდეგო დისტანციური სწავლის მეთოდისა, მაგრამ არც  მკაფიო წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობს ეს მეთოდი.  “ბუნდოვნად მსმენია ამის შესახებ, მაგარამ ნათელი წარმოდგენა არ მაქვს.  რატომაც არა ვისურვებდი ამ მეთოდით სწავლას, მე ვფიქრობ უფრო მეტი დროის  დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა, იმიტომ რომ მიჯაჭვული არ იქნები რაღაცა ერთ  კერძო სექტორთან და შეგეძლება თან ისწავლო და თან სასურველი სხვა საქმე  აკეთო”, – ამბობს ნამთალაშვილი.

დათოსაგან განსხვავენით მესამე  კურსის სტუდენტ მინდია მინდიაშვილს არც არაფერი სმენია სწავლის აღნიშნულ  მეთოდთან დაკავშირებით და არც იცის სად შეიძლება ინფორმაცია მოიძიოს.  “არაფერი გამიგია ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით და წარმოდგენაც არ  მაქვს სად შეიძლება გავიგო ამაზე რამე”.

სტუდენტებთან საუბრიდან  ჩანს, რომ საზოგადოება ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით, თუმცაღა საწინააღმდეგო არც არაფერი აქვს. ზოგისთვის ეს  მოსაწონია, ზოგისთვის არა და მაინც არჩევანის წინაშე რომ დააყენო, თითოეულ  მათგანი საზღვარგარეთ წასვლასა და ადგილზე სწავლას ამჯობინებს.

ცნობილი  უნივერსიტეტების და ორგანიზაციების ონლაინ კურსები:

ბრიტანეთის  საბჭოები: www.britishcouncil.org/ge-education-distance-learning-courses.htm

კოლუმბიის  უნივერსიტეტი: www.cvn.columbia.edu/

ბი-ბი-სი:  www.bbctraining.com/

ჰარვარდი:  www.extension.harvard.edu/DistanceEd/

მისურის  უნივერსიტეტი: www.cdis.missouri.edu/