განათლება, სწავლა საზღვარგარეთ, ტრეინინგები, სასწავლო კურსები, სტიპენდიები, გრანტები, უცხო ენადაწვრილებით
დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე ძალიან მარტივად და მიიღეთ ყოველკვირეულად ინფორმაცია ელ–ფოსტაზე დაწვრილებით
ინგლისური ენის კურსები საზღვარგარეთ, საერთაშორისო სერთიფიკატებისთვის მოსამზადებელი კურსები მსოფლიოს 7 ქვეყანაში არსებულ 40-მდე სასწავლო ცენტრში დაწვრილებით
მე ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოცნება რეალობად იქცა... ნათია წიქარაძე დაწვრილებით
გსურთ სასწრაფოდ იპოვოთ სასურველი სასწავლო პროგრამა და არ გაქვთ დრო. შეავსეთ ქვემოთ მითითებული ველები და გამოგვიგზავნეთ თქვენი მოთხოვნა დაწვრილებით
ყველაფერი ბავშვის განათლებისა და განვითარების შესახებ დაწვრილებით
ბავშობიდან მქონდა ოცნება, რომ ოდესმე წავსულიყავი სასწავლებლად საზღვარგარეთ, გავცნობოდი ამა თუ იმ ერის კულტურასა თუ ტრადიციებს, მათი ცხოვრების წესს, შემეძინა ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან და რაც მთავარია მიმეღო უკეთესი განათლება, რომელსაც ისევ ჩემს ქვეყანას მოვახმარდი და ჩემი მომავლისთვის იქნებოდა უკეთესი . . .ერთ მშვენიერ დღესაც ეს ოცნება რეალობად იქცა და მე ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, როდესაც შევიტყე ჩემი გამარჯვების შესახებ. უნივერსიტეტში მაცნობეს რომ ვიყავი ერთ-ერთი გამარჯვებული სტუდენტთაგანი, პროგრამაში “ერასმუს მუნდუს ლოტ 5 “ ,რომლებიც გაემგზავრებოდნენ საბეძნეთში, ქალაქ თესალონიკში და 10 თვის განმავლობაში დაეუფლებოდნენ თავის სპეციალობას. პროგრამა მოიცავდა 4 თვიან პრაკტიკას, სადაც ჩვეულებრივ კრედიტები ენიჭებოდათ სტუდენტებს . . . მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ საბეძეთში ცხოვრებასა და სწავლაზე:
როგორც კი ჩავფრინდით აეროპორტში დაგვხვდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები, თვით ამ პროგრამის მენეჯერიც და დაგვაბინავეს ავტობუსებით საკუთარ საცხოვრებელ სახლებში. მეორე დღეს როდესაც თვალი გავახილე სულ სხვა სამყაროში აღვმოჩნდი, სხვა ხალხი, სხვა ატმოსფერო და პირველი დაომუკიდებელი ნაბიჯები. უნივერსიტეტში გამოვცხადდით და ყველა ჩვენს მიერ არჩეული საგნების შესწავლას შევუდექით…შევიძინე უამრავი მეგობარი სხვადასხვა ევოპული ქვეყნიდან. კვირაში ერთხელ ეწყობოდა პატარა ექსკურსიები სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში, ვეცნობოდით უძველეს ბერძნულ კულტურასა და ისტორიას,

ლექციაზე . . . .!!!
რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ჩემს წინ ცოცხლდებოდნენ ის გმირები, თუ ისტორიული პიროვნებები რომელთა ამბები მითებად და ლეგენდებადაა ცნობილი. ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი კი ის იყო, რომ მომეცა იმის საშუალება რომ ვყოფილიყავი იმ სტუდენტთაგანი, რომელებმაც ვიხილეთ ათონის ივერთა მონასტერი. ჩემი თვალით ვიხილე ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. უნდა ითქვას რომ ამ მონასტრისა და ხატის შესახებ მხოლოდ წიგნებიდან და დოკუმენტური ფილმებიდან ვიცოდი, მაშინ კი თვალებს არ ვუჯერებდი რაც ჩემს თავს ხდებოდა, ნამდვილი სასწაული . . .

ათონის მთა , , ,
სწავლის პარალელურად დაგვევალა წარგვედგინა ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნების სტუდენტებისათვის და ლექტორებისათვის.. ჩვენ ეს დღე დავამთხვიეთ 26 მაისს, დამოუკიებლობის დღეს და შევეცადეთ ჩვენი ცეკვებითა თუ სიმღერებით გაგვეცნო საქართველო მათთვის …
26 მაისი..!!!
გამოცდების დამთავრების შემდეგ, თვითოეული ჩვენგანი არჩეულ იქნა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ პრაკტიკისთვის…

პრაკტიკაზე..!!!
ოთხი თვის განმავლობაში ყველას ჩვენ სპეციალობის მიხედვით გვქონდა პრაკტიკა სხვადასხვა კომპანიებში( სასტუმროში, იურიდიულ ორგანიზაციებში, ბიბლიოთეკაში, ბანკში და ა.შ.) რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა თითოეულ ჩვენგანს როგორც პროფესიული, ასევე ცხოვრებისეული…
ცხოვრებისეული იმიტომ აღვნიშნე რომ აქამდე არასოდეს ვყოფილვარ ასე დამოუკიდებელი, როგორც ამ ათი თვის განმავლობაში ვიყავი. უფრო მეტად მივხვდი დროის ფასს, რომელსაც ოქროს ფასი აქვს ზოგადად ყველგან, და განსაკუთრებით კი ევროპაში, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სერიოზულად დაგეგმილ ფინანსურ ნაბიჯებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შენს თვიდან თვემდე, სტიპენდიიდან სტიპენდიამდე არსებობაში . . .
პროგრამის ბოლოს გადმოგვეცა სერთიფიკატები, ჩვენი აკადემიური შეფასებები და გზა საქართველოსკენ გველოდა . . .ვბრუნდებოდით დიდი იმედებით, მონატრებით და გამარჯვებით …
პროგრამის დასასრული . . .
…პროგრამის ბოლოს კი გრძნობ რამდენი ისწავლე არამხოლოდ აკადემიური თვალსაზრისით, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების მხრივ და საკუთრი შესაძლებლობების უფრო გწამს !
კეთილი სურვილებით,
კახაბერ ჯიქიძე