განათლება, სწავლა საზღვარგარეთ, ტრეინინგები, სასწავლო კურსები, სტიპენდიები, გრანტები, უცხო ენადაწვრილებით
საერთაშორისო ტურიზმის სასწავლო ცენტრი ITLC - გთავაზობთ ტურიზმისა და სასტუმროს სფეროში სხვადასხვა დარგების შესწავლას საერთაშორისო სერთიფიცირებული კურსების მიხედვით, მსოფლიოში ცნობილი და აპრობირებული პროგრამების საფუძველზე.. დაწვრილებით
მოიპოვე ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენაზე თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მიიღე მონაწილეობა სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში ევორპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაწვრილებით
ინგლისური, იტალიური, ესპანური, რუსული, თურქული, გერმანული, ფრანგული, ჩინური, იაპონური, ბერძნული.. დაწვრილებით
Европейский гуманитарный университет – единственный университет в Европейском Союзе с обучением на русском языке! Бакалаврские и Магистерские программы დაწვრილებით
თითოეულ ადამიანს აქვს ოცნება, რომლის ახდენაც მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
ვთვლი, რომ ადამიანი სულ ახალ მიზნებს უნდა ისახავდეს და არ უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეულით. თითოეულმა ასრულებულმა ოცნებამ თუ მიზანმა სტიმული უნდა მოგცეს, კიდევ უფრო უკეთესის მიღწევისთვის, რადგან ცხოვრების ყოველ ეტაპს სიახლეები მოჰყვება, ყოველ სიახლეს ახალი მისწრაფება მოსდევს და ადამიანი არასოდეს არ კარგავს ცხოვრებისადმი ინტერესს ოცნებების ახდენის მოლოდინში.
სწავლა საზღვარგარეთ, ეს არის უამრავი სტუდენტის ოცნება, რომლის განხორციელებისთვის ახალგაზრდები ძალისხმევას არ იშურებენ. ისევე, როგორც ძალიან ბევრი სტუდენტი, მათ შორის მეც, ყოველთვის ვოცნებობდი სწავლის გაგრძელებაზე მსოფლიოს რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში და არასდროს არ ვკარგავდი იმედს რომ ამას მივაღწევდი.
და აი, დადგა ის დღეც, როდესაც მე მივიღე შეტყობინება, იმის შესახებ რომ ჩავირიცხე შვედეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც შემეძლო სწავლა გამეგრძელებინა მაგისტრატურაზე. მე ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოცნება რეალობად იქცა. ამ დღიდან დავიწყე ფიქრი და ოცნება იმ მომავალ ერთ წელზე, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა გამეტარებინა. დავიწყე მომზადება და შეგუება იმაზე, რომ ჩემს ცხოვრებაში იწყებოდა ახალი ეტაპი ჩემთვის უცხო ქვეყანაში. პირველი, რაც გავაკეთე, ეს იყო უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება და მოძიება ამ ქვეყნის კულტურასა და ისტორიაზე, ცხოვრების სტილზე. გავეცანი ყველაფერს, რაც შეიძლებოდა გამომდგომოდა ჩასვლის პირველივე დღიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბე
ვრი წავიკითხე ამ ქვეყნისა და ხალხის შესახებ, ჩასვლის შემდეგ მივხვდი, რომ უშუალო ურთიერთობაში კიდევ უფრო განსხვავებულები იყვნენ. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი ძალიან დიდ სითბოს და ყურადღებას. მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან ვფიქრობდი ქართველებისგან განსხვავებით ნაკლებად ემოციურები და თბილები იქნებოდნენ.
იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულმა უნივერსიტეტმა არჩევანი ჩემზე გააკეთა და გაითვალისწინა ჩემი, როგორც აკადემიურო მოსწრება, ასევე ის ძლიერი სურვილი, რომელიც ჩემს მიერ დაწერილ სამოტივაციო წერილში იყო გამოხატული, შეცვალა და გაცილებით საინტერესო გახადა ჩემი ცხოვრება….
საზღვარგარეთ სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარე არის ის ფაქტი, რომ ცხოვრობ სტუდენტურ საცხოვრებელში, სადაც ხვდები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს და ეცნობი მათ კულტურასა და ადათ-ჩვევებს. როდესაც ერთად ვიკრიბებოდით ხოლმე, ბუნებრივია ყველა თავისი ქვეყნის შესახებ ყვებოდა და ყოველთვის ვცდილობდით გვეპოვა ის განსხვავებები თუ მსგავსებები, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ყოველივე ეს მეტად გაახლოებს მათთან და შენი ცხოვრებაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.
იქ სწავლის პერიოდში, შენ იძენ არა მარტო პროფესიულ უნარ-ჩვევებს, არამედ ზოგად განათლებასაც და ამავე დროს ეჩვევი თავისუფალ და დამოუკიდებელ ცხოვრებას, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს შენი ცხოვრების შემდგომ ეტაპებში. მე მინდა ავღნიშნო, რომ ამ ერთი წლის მანძილზე მივიღე ისეთი ცხოვრებისეული გამოცდი
ლება, რასაც გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა ჩემს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მქონდა ნოსტალგიაც, მენატრებოდა ჩემი ქვეყნა, ოჯახის წევრები, მეგობრები, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ განვლილი ერთი წელი, რომელიც საკმაოდ საინტერესო, შთაბეჭდილებებით აღსავსე და ემოციურად დატვირთული იყო, არის და ყოველთვის იქნება დაუვუწყარი და დარჩება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ სასიამოვნო და საინტერესო პერიოდათ.
ამ ერთმა წელმა, რომელიც, არც თუ ისე დიდი პერიოდი აღმოჩნდა, მომცა ძალიან ბევრი, და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ მე ვიყავი საკმაოდ შეცვლილი. გავხდი უფრო დამოუკიდებელი, ჩემს თავში დარწმუნებული და მაქვს რწმენა ჩემი თავის, რომ ბევრ პრობლემას გადავლახავ დამოუკიდებლად….
ბავშობაში ყველა ფიქრობს რომ წარმატებული ადამიანი გახდება, თუმცა რეალობა შეიძლება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდეს, რადგან ხშირად ადამიანი წარმატების მხოლოდ მცირე პროცენტს თუ აღწევს. ეს სწორედ იმის ბრალია, რომ თქვენ უარი თქვით ოცნებაზე. ამიტომ გახადეთ თქვენი ოცნებები ფერადი, ჩახედეთ მას თვალებში და დაინახავთ ისეთს, როგორიც მუდამ გელანდებოდათ. უბრალოდ დაისახეთ მიზანი და ყველაფერი გააკეთეთ, რომ მას მიაღწიოთ. მთავარია შანსი არ გაუშვათ ხელიდან, რადგან როცა ცხოვრება კარს ხურავს, ხელი კი არ უნდა ჩაიქნიოთ სხვა გასასვლელი უნდა ეძებოთ, რომელსაც აუცილებლად იპოვით და ამის შანს ცხოვრება აუცილებლად მოგცემთ……
გახსოვდეთ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის ოცნებასაც….. დროა დაიწყოთ ოცნების ახდენა და აქციოთ ის რეალობად…….. გამოიყენოთ ის შანსი, რომელსაც ცხოვრება ჰქვია…….
ავტორი: ნათია წიქარაძე
ძალიან მომეწონა თქვენი ჩანაწერი… მადლობა, რომ დამარწმუნეთ კიდევ ერთხელ იმაში – საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება სულაც არაა აუხდენელი რამ…
საღოლ!
ძალიან კარგი გოგო ხარ.
ვაუ გილოცავთ ნამდვილად დიდი ნაბიჯია თქვენს ცხოვრებაში
ვაიმეეე… რა მაგარიიაა … მეეც მინდაა… : (
კარგი არის როდესაც ოცნება რეალობად იქცევა.. აი თქვენთვის ეს ნამდვილად უდიდესი წარმატება არის და გისურვებთ ყოველთვის ასე წარმატებით გევლოთ..
ძალიან მაგარიაა
გაიხარე გენაცვალე…ეს სტატია ნამდვილად დიდ დახმარებას გამიწევს…
ეხლა,უცებ შენს ადგილზე წარმოვიდგინე თავი და ბედნიერება ვიგრძენი:)
დზალიან მომეწოონააა,იმედი ჩამისახეე…
მართლა ძალიან მაგარი ჩანაწერია..წარმატებებს გისურვებ…ოცნება ძალიან ტკბილია.მაგრამ მწარე და მტანჯველი ხდება მაშინ,როცა ხედავ,რომ შენი ოცნება ოცნებად დარჩება….
დზ კარგია და მიხარია ასეტი ამბების გაგება ….ტავად ვარ ნამყოფი 3 წელი გერმანიაში და დიდი ბედნიერება საზღვარგარეთ ყოფნააააააააა ბედნიერი ადამიანი ვარ რომ ის დაუვიწყარი ცხოვრება ვნახეეეეეეეეეეე
ძალიან კარგი და იმედისმომცემი სიტყვებია, უფალმა გაგხაროს და სულ წარმატებული ყოფილიყავი შენი ცხოვრების გზაზე
საზგვარგარეთ ყოფნაა? შეიცნო შენი საკუთარი თავი ბოლომდე, რაც ყველაზე მთავარია რეალურად შეხედავ ყველაფერს, ძალიან ბევრი სურპრიზები და მასთან ერთად დაუვბიწყარი დგეები. უკვე ერთ წელზე მეტია ნორვეგიაში ვსწავლობ, ყველას წამრატებას გისურვებთ, თქვენი ოცნება ზუსტად მაშინ აგიხდებათ როცა ყველაზე ნაკლებალდ ელოდებათ.
არა ყველაფერი გასაგებია და გილოცავ დიდი წარმატებაა და დიდი წინსვლაა მაგრამ მოსიყვარულე და თბილი შვედები სად ნახე?
პირველი ადამიანი ვინც ამას ამბობს, სკანდინავებზე ცივი ხალხი არ არსებობს დედამიწაზე.